მთავარი » 2011 » ივნისი » 27 » მივდივარ შენგან ....
3:40 PM
მივდივარ შენგან ....



მივდივარ სადღაც არ ვიცი საით,

მივდივარ მარტო, ვფიქრობ და მტკივა,
მივდივარ შენგან ნაბიჯით ჩქარით,
გულში კი უფრო, სულ უფრო ცივა,


გზა არჩეული იქნა შენს მიერ,
ვნებამ დროსავით გადაირბინა,
მინდა გახსოვდეს - მიყვარდი ძლიერ,
გულწრფელი ვიყავ, ასეც მივდივარ


შევხვდებით ალბათ და ნეტავ როგორ,
იქნებ ტოტებქვეშ იმ ძველი ფიჭვის,
მაგრამ შენ უკვე ის ნაზი გოგო
აღარ იქნები, არც მე ის ბიჭი,


რომელსაც ძლიერ უყვარდი ძალზე,
ვინც სათანადოდ ვერ დააფასე,
ერთ დროს გაცვალე ვინ იცის რაზე,
ზოგჯერ ცხოვრება გვექცევა ასე...


წლები გაივლის სადღაც წამებში
ფიქრით კვლავ ძველ დროს დაუბრუნდები...…
მაგრამ იცოდე: უკვე წავედი!
უკან არასდროს არ დავბრუნდები!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2225 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]