მთავარი » 2010 » მარტი » 27 » მე ვერ მიშველის სხვისი შებრალება,
1:14 PM
მე ვერ მიშველის სხვისი შებრალება,
მე ვერ მიშველის სხვისი შებრალება,
სხვისი სიყვარული,
სხვისი შეწყალება.
როცა შენ ვერ გხედავ,
როცა ვერ გეხები,
როცა ვერ შეგიგრძნობ
გული მეწამლება.
რა საჭიროა ფუჭი იმედები,
ფუჭი ოცნებები,
ფუჭი დამშვიდება,
თუკი უშენობის ტკივილს მიჩვეული
ჩემი გული ვერასოდეს დამშვიდდება.
რომ მომეტანა გრძნობა შენს გულამდე,
სითბო-სხეულამდე და კოცნა-ბაგემდე,
ამიტომ ჩაგხედე თვალებში სულამდე,
მიყვარხარ-მეთქი ამიტომ გაგენდე.
როგორ მწყურია,როგორ მსურს შევიგრძნო
შენი ტუჩის სითბო,სიტკბო და სისველე,
არ ვიცი როდემდე გავუძლებ ცდუნებას,
მაგრამ ერთხელაც ვეღარ მოვისვენებ
ნაზად შეგეხები,რომ გრძნობა გახელდეს,
რომ გული აღელდეს,ვნებას ვერ გაუძლო,
რომ სითბო გაგრძნობინო ჩემიდან შენამდე
და სიყვარული ტუჩებში გაუწყო.
მჭირდები დღეს და
მჭირდები ხვალ და
გიყურებ მაგრამ
მჭირდები კვლავ...
მჭირდები მაგრამ
არსად არ ჩანხარ
და ამ სიშორით ნელ-ნელა მკლავ.
გთხოვ მოდი...
და ხელი ჩამჭიდე მაგრად და
თბილი თითები აღარ გამიშვა,
მოდი მომიკალი წყურვილი მაგ ტუჩების
ყელი გამიშრა..


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1133 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]