მთავარი » 2010 » მარტი » 25 » მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
1:07 PM
მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ 
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის 
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო 
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ? 
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ 
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს 
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის 
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა 
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ 
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს 
ანდა როდესმე ატირებულხარ 
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ 
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები 
შენზე ფიქრებით იწყება დილა 
გისურვებ ულევ ბედნიერებას 
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად 
ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები 
შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან 
შენი გული კი სათივით ძგერს 
და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს 
ეს ის გრძნობა რომელიც შენზე 
ძალიან არის შეყვარებული 
ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ 
შენი მზერით არს დატყვევებული


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1797 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]