მთავარი » 2010 » მარტი » 8 » მე მოვალ შენთან...
7:24 PM
მე მოვალ შენთან...
მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები,
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2860 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]