მთავარი » 2011 » ივნისი » 29 » მე არ ვარსებობ...
0:21 AM
მე არ ვარსებობ...

გოგოვ, შემეშვი - შვილად მერგები...

გადამივიწყე... დაიმახსოვრე, მე არ ვარსებობ...


მე არ ვარსებობ!
მე ჩემი თავი გამოვიგონე,
რომ გავამართლო სხვისი ოცნება...
მე არ ვარსებობ!
მე ჩემი თავი გამოვიგონე,
რომ გავაქარწყლო სხვისი დარდები...
მე ეს სხეულიც გამოვიგონე,
რომ გავამართლო სხვისი ლოდინი...
ეს ჩემი სითბოც გამოვიგონე -
სხვას რომ გავუთბო ცივი ლოგინი...
ნუ დაიჯერებ, რომ მე ვარსებობ!
მე სიყვარულში სულ დავიხარჯე...
მაგრამ ეს გული - გამოგონილი
მაინც რომ მტკივა... და გავიტანჯე?

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1793 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]