მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » მძღოლი
11:08 AM
მძღოლი



ის ალეკო იყო მე ბექა
ის შვილიშვილს ნატრობდა მე შვილს
უცნაურია არა?...
- დაოჯახებული ხარ ძმაო?
- …ჯერ კიდევ სულ პატარა ვარ….
- რამდენის?
- თვრამეტის…
- ჰმ…
- დღეს მონათლე ბავშვი?
- კი დღეს, ... ჩემი ძმაკაცის შვილი.
- ღმერთმა დიდი….ბიჭია თუ გოგო
- ბიჭი
- ღმერთმა დიდი ბიჭი გაგიზარდოს
- მადლობა მეგობარო
- …ჰეჰ
- თვრამეტის ხარ?
- კი თვრამეტის, შენ? … გყავს შვილები?
- კი სამი მყავს ერთი ოცის არის…თექვსმეტის ვიყავი ცოლი რომ შევირთე…
- თექსვსმეტის? ვახ, მაგარია …. ძალიან მაგარია
- ხომ, ძალიან…
- ბედნიერი კაცი ყოფილხარ…შეგიძლია უკვე შვილიშვილზე ინატრო..მე კიდევ ჟერ სულ რაღაც შვილზე ვფიქრობ.
- სულ რაღაც? ჩემო მეგობარო შვილი მთავარია ამ ცხოვრებაში… ადამიანები მხოლოდ თავისი თავისთვის და შვილისთვის იბადებიან…შენი თავი მხოლოდ შენ სიყვარულში და შვილში შეგიძლია მოძებნო…
- მართალი ხარ… მართალი…აუ რა მაგარი ნასვამი ვარ…ძალიან მაგარი…
- არაფერია, ხანდახან ეგეც აუცილებელია…
- ხანდახან? ხანდახან კი არა ჯერ აუცილებელია, იმისთვის რომ საკუთარი თავი იპოვო, ასწავლო…. შემდეგ იზრდები და სასმელიც პატარავდება…
- იშვიათია შენნაირი მგზავრები… იმედია…
- იმედი უბედური და საიმედო რამეა…ხომ გაგიგია, წყეული ბოლოს კვდება…
- ჰეჰ,- გაეცინა- მართალი ხარ
- ღმერთმა დიდი ბიჭი გაგიზარდოს… აქ მარჟვნივ შეუხვიე…მაპატიე, უბრალოდ ფეხით ვერ მივალ
- არაფერია…შენ, რა გვარი ხარ?
- კარანთელი
- ბექა კარანთელი, ვინ იცის…იქნებ…
- იქნებ შენმა შვილიშვილმა ჩემი მოთხრობები წაიკითხოს როსესმე….
- ვინ იცის, თბილისი პატარააა, თან ძალიან პატარა.
- ძალიან პატარა , თან სავსე ნასვამი მგზავრებით….
- ჰეჰ,…კარგათ მეგობარო
- მშვიდობიანად იმგზავრე, კარგად…
იშვიათია, ჩემნაირი მგზავრები, იშვიათია ალეკოსნაირი მძღოლები, … რა ვიცით რა ხდება, ჩვენი ფურცლები იშლება, ბერდება,წვერი ეზრდება…. სხვა მომავალი ჰგონია და ტაქსის მძღოლი ხდება, სამშობლოსთვის იაპონიის საზღვარზე ბრძოლობს და სამშობლოში ჩემ ნაირ ლოთებს ატარებს შვიდ ლარად…არა რვად. სასტიკი, ნასვამი და მთვარიანია ეს ღამე.
ვინ იცის, იქნებ ალეკოს შვილიშვილი კითხულობდეს ეხლა ჩემ ნაწერს.
და მაინც რა უსასრულო და მთვრალია ეს ღამე

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1350 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]