მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში
11:24 PM
მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში

მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . .სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . .ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . .ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . .მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . .ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . .
ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია, სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . .აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . .
ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს, გაბუტულ ტუჩებს. . . მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად, მარგალიტები, სველია ისინი. . . ბნელ დიდ ოთახში თეთრი პერანგი მოჩანს ლანდივით, ირხევა, თრთის თუ ეშინია?! ნაცნობ სარეცელზე უკვე ის აღარ წევს. . . ნუთუ დამივიწყე?! ჩუმად, ფაქიზად გადმოვიღებ იმ ძველ სურათებს. . . ვათვალიერებ. . . სიბნელე არის. . . არ მოჩანს არსით სხივი ნათელი. . . ბნელ, დიდ ოთახში ეულად დარჩენილი არვის მოველი იმ კაცის გარდა, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა!. . დააგვიანდა!. . . კმარა უკვე ფიქრიც, კმარა, მის მაგივრად სიბნელე დამეუფლა!. . .
ბნელა დიდ ოთახში. . . ბნელა, კვლავ მარტო ვარ. . .


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1192 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]