მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » ქარია.
|
ქარია.მე უნდა აგაწყო ამინდზე,ბლის მურაბასავით ჩაგტოვო ჩაიში.ქარია.მე უნდა გაგწეწო მატყლივით,შენი წამწამებით გავტენო ბალიში.ქარია.რაღაცას მიმტკიცებს სარეცხი,ეტყობა, აპირებს დილამდე გაშრობას.ჩემი ოთახიდან შენს საძინებლამდემე გათენებამდე მოვაწყობ ლაშქრობას.ზურგის ქარი მინდა, მალე რომ დაგატყდე,მინდა რომ დამნებდე და ხარკი მიხადო,შენი ნანგრევების წინ გაშლილ კარავთანმე შენი ცოდვების ქელეხი ვიხადო.მაგრამ ეს "მინდაა"და, სინამდვილეში,ტუჩებით ვინამავ ტუჩმშიერ ალაგებსდა იქნებ ავეწყო სარეცხის სიმშრალესდილამდე ჩავდგე და ქარივით დავლაგდე.
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 1267 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|