მთავარი » 2011 » ივლისი » 9 » ქალზე რომელსაც სულაც არ იცნობ...
4:29 PM
ქალზე რომელსაც სულაც არ იცნობ...



ქალზე, რომელსაც სულაც არ იცნობ,
რომელსაც სახლში ქმარი ყავს ალბათ,
შემოგხედავს და წნევა აგიწევს,
მერე კი მზერას ცოდვაში ალბობთ.

დილაა, კორპუსს აცდენილ ხიდან,
ავარიული დაშვება ფოთლის.
ასვეტილ ტანზე, ყველაფერს წმინდას,
წყნარი ნიავი ნელ-ნელა ათლის

ამ ქალს, რომელსაც ალბათ ყავს შვილიც,
და არის ალბათ მზრუნველი დედა.
ჩაგივლის, წყდება თვალთა კავშირი
და აცდენილი სავალი გზიდან

მიდიხარ, თუმცა ძნელია ძალზედ,
კარამდე მოგდევს ნიავი წყნარი
წამოწვები და ფიქრობ იმ ქალზე,
რომელსაც ალბათ სახლში ყავს ქმარი.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 2725 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]