მთავარი » 2010 » მარტი » 13 » ისევ წვიმს..
11:18 PM
ისევ წვიმს..
ისევ წვიმს,უკვე მერამდენედ და მეც უკვე მერამდენედ ვდგევარ სარკმელთან.გავყურებ წვიმას,რომელიც მახსენებს შენს თავს და გული აჩქარებული ძგერს.გავყურებ წვიმას და გელი შენ.ვიცოდი,თითმის დარწმუნებული ვიყავი,რომ შენ არასოდეს მოხვიდოდი,მაგრამ გულში იმედს მაინც დაესადგურებინა და ამ იმედით ვცოცხლობდი.შევყურებდი წვიმის სევდიან წვეთებს და ვფიქრობდი ნუთუ არ მოვა?არა,აუცილებლად მოვა,მოვა,მამშვიდებდა მზის სხივი,რომელიც დაეფარა შავ ღრუბელს.მოვა,მოვა,აუცილებლად მოვა,ამეკვიატა მეც ეს ფიქრი და ამ იმედით მოვშორდი სარკმელს.გავეცალე სარკმელს ფიზიკურად,მაგრამ ფიქრებით მაინც იქ დავრჩი და განვაგრძე შენზე ფიქრი.მართალი რომ ვიყო,თუნდაც ჩემს თავთან ვიტყვი,რომ დღე,საათი და წუთი არ გავა ისე რომ შენზე არ ვიფიქრო,ყოველთვის შენი ალერსი,ტკბილი სიტყვები და ხანდახან შენი გაბუტვაც მენატრება.გაბუტვაც ძალიან სასაცილო იცოდი:წუთი,მაქსიმუმ ორი წუთი და ჩემს ერთ თბილ სიტყვაზე უკვე გავიწყდებოდა რაზე მებუტებოდი და მეც ამ შენს სისუსტეს "ბოროტად” ვიყენებდი. Aაი,ასე ვფიქრობდი ერთ წვიმიან დღეს სარკმელთან.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1220 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]