მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ისევ თოვს...
9:45 PM
ისევ თოვს...
ისევ თოვს....ისევ თეთრია ყველაფერი....ისევ ბავშვების მხიარულობა, ისევ გუნდაობა, თოვლიანი გზები, ფიფქები....ყველა ბედნიერია, უხარიათ პირველი თოვლი, რომელიც წელს თბილისში მოვიდა....მალე ახალი წელი დადგება და ამ ყველაფერთან ერთად ყველას აქვს იმედი, იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება....
გარეთ ბარდნის ძალიან ლამაზად, მაგრამ ნინი მარტო დადის ქუჩებში ჩაფიქრებული და ფიქრობს ადამიანზე, რომელიც ძალიან უყვარს....ახსენდება წარსული და ეს თოვლი....თოვლი იმიტომ ,რომ სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი რომელიც ახლა გვერდით აღარ ჰყავს და იხსენებს ამ დროს....მისი ისტორია ასე დაიწყო...
- ნინი ადექი ნახე რამხელა თოვლი მოვიდა ადექი თან სკოლაში გაგვიანდება
- ვდგებიი დეე თოვლიიი აუუ როგორ გამიხარდაა რა მაგარიაა!! ნახე რა ლამაზიაა....დღეს ძაან მაგარი დღე იქნებააა
- ხო ნინი - დაეთანხმა დედა. ნინი იცი? ამბობენ როცა თოვლი პირველად მოვა სურვილს თუ ჩაიფიქრებ აუცილებლად აგისრულდებაო. მიდი ჩაიფიქრე იქნებ აგისრულდეს.
- აუუ ხოოო? კაიააა
ნინიმ ჩაიფიქრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სურვილი, რომ ის და ლუკა ერთად ყოფილიყვნენ....
ლუკა 10 კლასში იყო ნინი მასაც მოწონდა მაგრამ დარწმუნებული არ იყო....მასაც ძალიან გაუხარდა თოვლი და გრძნობდა, რომ რაგაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა
- ტრრტრრ!!! -- გაისმა მობილურის ზარის ხმა. ეს ლუკას ტელეფონი იყო და მისი ძმაკაცი გიო ურეკავდა
- ეეე ლუუუკ სად ხარ?
- ბიჭო ეხა გავიღვიძე....ჩავიცვამ და სკოლაში მივდივარ რაა შენ სად ხარ?
- ხოო ბიჭო დროზე ადეე გაიხედე რამხელა თოვლიაა ...დროზე მოდი რაა!
- მოვალ მოვალ კაი წავედიი და გნახავ სკოლაში--უთხრა ლუკამ და გათიშა.
აუ რა კაია დღეს გავერთობით....ნეტა დღეს ნინის თუ ვნახავ.....აუ იტოქში რაა.
გახდა 9 საათი ყველა სკოლაშია მათ შორის ნინი და ლუკა....
- ვაა ნინიი როგორ ხაარ?
- რავიი ლუუკ შენ?
- კარგად. გაგიხარდა თოვლიი?
- აუუ კიი ძაან მაგარიაა რააა
- აჰაა
- კაი წავედი გაკვეთილი მააქ გნახავ მერე - უთხრა ნინიმ
- კაი მიდიიი კარგად
გაკვეთილზე ლუკა ჩაფიქრდა ნინიზე არ იცოდა ეთქვა თუ არა რომ მოსცონდა და უყვარდა....თავის თავშიც არ იყო დარწმუნებული და ეს ამბავი ძმაკაცებისთვისაც არ უთქვამს, მაგრამ გადაწყვიტა ეთქვა იქნებ ისინი დახმარებოდნენ.
- ეე ლუკ რა იყო რაღაც ვერ ხარ ხასიათზეე ხოო???
- აუუ ბიჭებო რაღაც უნდა გითხრათ რა
- თქვიი ძმები არ ვააართ?
- იცით? ნინი მომწონს და არ ვიცი რა ვქნა....ვუთხრა თუ არა
- ეე შენ გარეკეე?? თუ მოგწონს უთხარი რას ელოდები?
- აუუ არ ვიცი ზუსტად და მაგიტო ვყოყმანობ რაა
- კარგად დაფიქრდი ეხა დროს მოგცემთ ) და გვითხარი რა რას გადაწყვიტავ
- კაი ეგრე ვიზამ
ნინიც დღეს რაგაც დაგრუზული იყო....უხაროდა თოვლი, მაგრამ ვიგაც აკლდა და ეს ვიღაც იყო ლუკა. დაქალებმა კითხეს რატო იყო მოცყენილი....მათ იცოდნენ ლუკას შესახებ....ნინიმ უთხრა რომ ეგონა ლუკას ეკიდა ეგონა რომ მას როგორც გოგოს არასოდეს შეხედავდა და ეს გულს უკლავდა.....დაქალები ამშვიდებდნენ და უთხრეს რომ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება.
ზარი ისევ დაირეკა და ბავშვები შევიდნენ გაკვეთილებზე. ნინი მოცყენილი იჯდა უცებ ტელეფონზე სმს მოვიდა. მან ვერ გაიგო ვიბრაცია.......ისე იყო ფიქრებში წასული....
- ნიიიინ სმს მოგივიდაა გაიგეე?
- აუ ვინაა?
- არ ვიცი ნახე. უცხო ნომერია.
- აუუ ვიღაც იქნება იდიოტი რაა მომეცი ვნახო
- „ ნიინ როგოხარ? დღეს გაკვეთილების მერე ეკლესიასთან მნახე საქმე მაქ...ლუკა"
- ვინ იყო ნინიიი? -- კითხა ქეთიმ
- ვაიმეე ქეთ ლუკა იყოო! დღეს გაკვეთილების მერე ეკლესიასთან მნახე საქმე მაქოო აუ ნეტა რა საქმე ააქვს
- აუუ ნინ რა მაგარიაა ნეტაა რას გეტყვიიის
- არ ვიცი არაააა ტვინი გადამეკეტაააა!!! ეს ზარიც მალე დაირეკოს რაა ბოლოა ხოო ეს?
- ხოოო ბოლო გაკვეთილიააა!!!
ერთი სული ჰქონდა ორივეს როდის ნახავდნენ ერთმანეთს და როდის ეტყოდა ლუკა ნინის რომ ძალიან უყვარდა.
დამთავრდა გაკვეთილები...ნინი წავიდა ეკლესიასთან და დახვდა ლუკა....თან ძალიან თოვდა..ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო და ლამაზი.
- ნინიიი რას შვებიი
- რავიიი ლუუკ მოვედი რა იყო რა საქმე გაააქ?
- ნიინ იცი რაა? დიდი ხანი ვფიქრობდი და არ ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, მაგრამ დღეს მივხვდი რომ.....
- რას მიხვდი ლუკ?
- მივხვდი, რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ
- ხოო?? ლუუკ მეც ძაან ძაან მიყვარხაააარ
ორივე უზომოდ გახარებულები იყვნენ......სულ ერთად ეიყვნენ.....გიჟდებოდნენ ერთმანეთზე....ყოველ შაბატ-კვირა იმ ეკლესიაში დადიოდნენ სადაც თავიდან დაიცყო მათი ურთიერთობა და ღმერთს მადლობას უხდიდნებ რომ აპოვნინა ერთმანეთი. ნინი გახარებული იყო. მან ხო სწორედ ეს სურვილი ჩაიფიქრა დედამ რომ უთხრა აგიხდებაო და აუხდა კიდეც
ყველაფერი კარგად იყო მანამ სანამ ლუკას რაღაც შეემთხვეოდა
ისინი ერთად სეირნობდნენ უცებ ლუკა ცუდად გახდა....საავადმყოფოში წაიყვანეს.....ნინიც მასთან ერთად იყო, გვერდიდან არ სცილდებოდა, ეშინოდა მისი დაკარგვის...დაურეკეს მის მშობლებს...ყველა ძალიან ნერვიულობდა განსაკუთრებით ნინი
ექიმებმა სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეტეს, მაგრამ არანაირი შედეგი....ლუკას განუკურნებელი დაავადება აღმოუჩინეს....ცოტა ხანი დარჩენოდა სიკვდილამდე რამდენიმე დღე ან კვირა....
ნინი ტიროდა ძალიან ტიროდა....უნდოდა ლუკას ნახვა და დიდი თხოვნის შემდეგ ცოტა ხნით შეუშვეს პალატაში.....
- ლუუკ რატოოო რატო ხარ ცუდაად? არ დამტოვო გთხოვ!
ლუკამ ნინის ხმა რომ გაიგო თვალები გაახილა და ძლივს ცოტა დაელაპარაკა
- ნიინ არ ინერვიულო, არ იტირო....დაცყნარდი
- ვერაა ლუკა ვერა იმიტო რო ძალიან ცუდად ხარ და ამ ყველაფერს კარგად იცი რა შეიძლება მოყვეს
- ვიცი, მაგრამ ალბათ ასეთია ღმერთის ნება ნინი თუ რამე მოხდა იცოდე, იცოდე რომ შენ თუ ვერ დამინახავ მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები და ისიც არ დაგავიცყდეს, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ
- მეეც ლუუკ მეც ძალიან მიყვარხარ....უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია ვერ გავძლებ შენ გარეშე . მიყვარხარ მიყვარხააარ
ნინი ცხარე ცრემლებით ტიროდა....არ უნდოდა ლუკას დაკარგვა. ცოტა ხნის შემდეგ ნინი პალატიდან გამოიყვანეს და დაასვენეს....
უცებ ნინის გამოეღვიძა და დაინახა ანერვიულებული ექიმები და მიხვდა რომ ლუკა ძალიან ცუდად იყო...ლუკა ნინის ეძახდა უნდოდა სიკვდილის წინ ენახა....ისევ შეიყვანეს ნინი ოთახში
- ლუკაა გევეედრები არ მოკვდეე
- ნინი დამშვიდდი...მე უკვე აღარაფერი მეშველება....ეს ჩემი ცხოვრების ბოლო წუთებია და ეს ბოლო წუტები შენ უნდა დაგითმო......ნინი როგორც უკვე გითხარი მე სულ შენთან ერთად ვიქნები და არასოდეს არასოდეს არ იგრძნო თავი მარტო...აკ არიან ჩემი ძმაკაცები მათ მიმიხედე. მათაც ძალიან უყვარხართ....
- ვიიცი ლუკა მაგრამ არა ლუუუკ შენ არ მოკვდები შენ კიდევ დიდ ხანს იცოცხლებ და ერთად ვიქნებით ბედნიერები
- არა ნიინ არა ეგრე არ იქნება.....აბა შენ იცი ნიიინ მიყვარხარ და არ დამივიცყო არასოდეს.....ყოველთვის გახსოვდე...არ დაივიწყო ჩვენი ერტად გატარებული ბედნიერი დღეები, წუთები, წამები მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე მიყვარხარ მე სულ შენტან ვარ  მიყვარხარ
მიყვარხარ---ეს იყო ლუკას ბოლო სიტყვა რომელიც ნინის უთხრა. ამ სიტყვით დაიცყო ყველაფერი და ამ სიტყვით დამთავრდა.
აი ასეთი იყო მათი ისტორია და დღეს ზუსტად ამ დღეს ნინი მარტო დადის ქუჩაში დღესაც თოვს, დღესაც იმ ეკლესიასთან დგას და ლუკას იხსენებს....იცის, რომ ლუკა მასთანაა და არასოდეს დატოვებს მას....


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 2632 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 4.8/6
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]