მთავარი » 2010 » მარტი » 28 » ისევ ის მუსიკა...
3:02 PM
ისევ ის მუსიკა...
ისევ ის მუსიკა... 
იმ მელოდიით სავსეა სმენა გულის კუნჭულში, 
როგორც იმ ღამეს- 
ისე გრძელდება თითქოს ყოველი წამი ცხოვრების, 
ორივე მხარეს... 

მაგრამ თავისთვის, 
სხვადასხვა გზებზე, 
პარალელური ქუჩების გასწვრივ, 
მხოლოდ პატარა გზაჯვარედინთან, 
ერთმანეთს მზერას მალულად ვაწვდით... 

თითქმის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვას, 
საყვირის ხმებით სავსე ქალაქში რიტმულად იგებ... 
და, იმ დროს, უკვე ღიმილმოფენილს 
ჩუმად ვიხსენებთ... 
დაგიმესიჯებ... 

ისევ ის მუსიკა... 
გულის კუნჭულში... 
იმ მელოდიით სავსეა სმენა, 
ვიცი რომ ამ ზარს, როგორც არსდროს, 
ელი და მთელი არსებით ღელავ... 

და შენი თვალები, 
ერთ დროს რომ ასე ძლიერ მიყვარდა... 
ხელისგულებზე მორცხვად დახრილი, 
წარმოსახვაში გამიმთლიანდა...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1062 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]