მე-გულები...
მე ბევრს არ ვითხოვ , მინდა სიმშვიდე,
მე-გულები და ეს სულს მიმშვიდებს .
გადაგეყრები - ჩვენ გავზრდით შვილებს
ნატვრას ავიხდენ და ერთს ვიშვილებთ.
ჩვენ დავბერდებით , შევივერცხლებით,
მაჯებს შეგიმკობ ლეკურ ვერცხლებით.
ბუხარი ენთოს , ხურდეს კეცები ,
მერე მე წავალ , აღვიკვეცები ...
შენ ერთს . . .
დღემდე რაც ვხარჯე - საკმარისია ,
რაც მოგაკელი შენ ერთს განცდები,
თუმცა არც იცი... არც მიბრაზდები...
ან იქნებ სულაც დროში ამცდები...
დღეს მინდა მგრძნობდე - სულ ოდნავ მაინც...
ან სულაც ჩემი გერქვას ნაცნობი.
თუ არ ინებებ , არ მოხვალ მალე
გავხუნდები და ალბათ გავცვდები...
ფიქრის ძნა . . .
ფიქრის ძნა ვკონე -
განცდა დავზვინე,
ვნება დავაძინე,
სიტყვა დავამძივე...
მწერე ბარათები -
გულზე დამათბები,
თუ გეღიმილები -
ჩაგეგვირილები ...
კოცნით გამაღვიძე,
კალთაში მაძინე,
მაჩუქე ჩემი ძე -
გულზე დამაწვინე...
მე ...
მე მენატრები ,
მე მენატვრები.
მე მესიზმრები,
მე მემიზნები.
მე მეფიქრები,
მე მეფიფქები.
მე გეწილები,
მე-დახვეწილები .
ქვიშის საათი . . .
ქვიშის საათი ჩამოცლის წამებს...
მე უშენობა უკვე მაწამებს,
თუ გადაგულდა გული უშენოდ -
მას დრო მკურნალიც ვეღარ უწამლებს.
დროს შევაჩერებ , ვაბრუნებ საათს...
იქნებ - შენი დრო ჩამომრჩა სადღაც,
ხელებს გავშლი და დავხუჭავ თვალებს -
შენს მოლოდინში დავითვლი წამებს.
ისევ ჩამოცლის საათი წამებს -
მას ჩემი ფიქრი სულ არ ა-წამებს,
მისი მისია არის ი-წამოს -
მე შენმა მოსვლამ უნდა მიწამლოს....