მთავარი » 2010 » მარტი » 13 » იყო დრო,როცა სამყაროში სიცოცხლე არ არსებობდა
11:43 PM
იყო დრო,როცა სამყაროში სიცოცხლე არ არსებობდა
იყო დრო,როცა სამყაროში სიცოცხლე არ არსებობდა.ძალიან მოსაწყენი იყო მაშინ ცხოვრება,თუმცა რა ცხოვრებაზეა ლაპარაკი,როცა არცერთი სულიერი არსება არ იყო.თვით ღმერთსაც მოსწყინდა ასეთ ვითარებაში უფროსობა და გადაწყვიტა მარტოობისგან განსაკურნებლად შეექმნა სულიერი არსება.შექმნა კიდეც ულამაზესი სამყარო,მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ,ამას ღმერთიც კი ვერ იფიქრებდა,კერძოდ ღალატი.ქალმა,რომელიც შეიქმნა კაცის ნეკნისგან და ამით მადლობელი უნდა ყოფილიყო ვერ გაუძლო ბოროტი არსების შემოტევას და მანაც თავის მხრივ ბიძგი მისცა კაცის ღალატს.სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ცხოვრება მრავალფეროვნად ანუ სიყვარული,ღალატი,მარტოობა.ყველა ეს კომპონენტი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და არ არსებობს მარტოობა სიყვარულისა და ღალატის გარეშე.თუმცა არის გამონაკლისიც,როცა ადამიანი ვერ ეზიარება უმშვენიერეს მაგრამ ხანდახან ეკლიან გრძნობას,რომელსაც სიყვარული ჰქვია და განიცდის,რომ არის მარტო,მაგრამ ამას რომ მიხვდება უკვე გვიან იქნება.ყველას გისურვებთ რომ მარტოობა არასოდეს გეგრძნოთ და გვერდით ყოველთვის გეყოლებათ პიროვნება,რომელიც გიყვართ და გეყვარებათ სიცოცხლის ბოლომდე.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1133 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]