მთავარი » 2010 » მარტი » 26 » ღამით როდესაც სუყველას ძინავს
8:02 PM
ღამით როდესაც სუყველას ძინავს
ღამით როდესაც სუყველას ძინავს
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს,
მას გონია რომ მე იგი მიყვარს,
მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება,
იგი კრთის, როგორც ჩიტი პატარა,
იმ ღამეს მე მას ვაჩუქე კოცნა,
რომელიც კუბოს კარამდე ატარა.
და ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო,
მე ის მომწონდა და არ მიყვარდა,
მაგრამ მე მაინც სულ მის საფლავზე,
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
და ერთხელ როცა ყვავილი დავდე,
დაღლილ დაქანცულს, უკვე დაკარგულს,
ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი,
თურმე სტიროდა წარსულ სიყვარულს.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავარ და მე დრო მიმყავს.
ხალხო გაიგეთ მე ის გოგონა
ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი მიყვარს


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1316 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]