"სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ” – ვერგილიუსი
"სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც” – ფრანგული ანდაზა
"სიყვარულია შიშზე ძლიერი” – ვოტორიო ალფიერი
"სიყვარული გრძნობათა სარდალია”
"რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს” – ნაპოლეონი
"სიყვარული არის თავის დავიწყება” – გრიგოლ ორბელიანი
"სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია” - ლაისტი
"უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია” – ესპანური ანდაზა
"სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა” – უნამუნო
"სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა” – კაზანოვა
"სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს” – სტენდალი
"სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე – სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებად” – სერვანტესი
"უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება!” – ფ.შილერი
"სიყვარულს კანონს ვერ დაუდგენ – არ ცნობს ბატონებს” – ანდრეას გრიფიუსი
"სიყვარულს ყველა ასაკი ემორჩილება” – ფრანგული ანდაზა
"თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია” – ვიქტორ ჰიუგო
"ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი” – სექსტროპერციოსი
"ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია” – გერმანული ანდაზა
"რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული” – ლეონარდო და ვინჩი
"სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია” – ფრანგული ანდაზა
"სიყვარულის წინაშე უძლურია ყოველგვარი საშინელება და სიკვდილის წყვდიადი” – ჰ.იბსენი
"ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას” – ნ.ჩერნიშევსკი
"სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის” – ლაროშფუკო
"ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული”
"თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! – ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან” – ციცერონი
"ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის” – პონტანუსი
"სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი” – გოეთე
"სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია” – კარი
"უსიყვარულოდ ვერ ამაღლდები” – გიორგი ერისთავი
"სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია” – აკაკი წერეთელი
"ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა” – ილია ჭავჭავაძე
"მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას” – ა.ბლოკი
"ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ” – ვიქტორ ჰიუგო
"სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა – ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს” – მ.გორკი
მიმაგრება: |