მთავარი » 2010 » მარტი » 13 » გათენდა სამყარომ გაიღვიძა.
5:14 PM გათენდა სამყარომ გაიღვიძა. |
გათენდა სამყარომ გაიღვიძა. სიცოცხლე გამეფდა ირგვლივ. სადღაც შორს ჩურჩული ისმის. ეს ჩურჩული ქარს მოაქვს და თანდათან ყველაფერი ნათელი ხდება... ეს " ხეები ლაპარაკობენ ”: - შეხედე! უკვე როგორ მოხუცდა და მაინც " გვეჯიბრება”- ამბობს ერთი ახალგაზრდა ნეკერჩხალი წლოვან მუხაზე. - აბა, აბა... მხარი აუბა ნეკერჩხალს წიფელამაც. (თითქო უნდათ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათი იყოს). მუხა ხმას არ იღებს. თავის სიძლიერე კარგად სწამს და " ახალგაზრდების” ნაყბედს ყურსაც არ ათხოვებს... - ნახე! გოგონა მოდის, წამოიძახა ნეკერჩხალმა. უნდა გავკეკლუც_ დე. სთქვა და ტოტები ააშრიალა. გოგონამ , კი... ზედაც არ შეხედა. გვერდი აუარა და ბებერი მუხისკენ წავიდა. მიუახლოვდა , შეხედა: "ღმერთო ჩემო, რა სიდიადეა,” თქვა და ნასიამოვნები მუხას მიეყრდნო.
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები |
ნანახია: 1450 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|