მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » გათენდა..
0:54 AM
გათენდა..



გათენდა...მაგრამ მზე არ გამოჩენილა...ღმერთო ჩემო,რა გრძელი ღამე იყო,უსაშველოდ გრძელი...კინაღამ ფიქრთა მორევში ჩავიძირე,ძლივს გადავრჩი...რატომღაც არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი,ან იქნებ ვოცნებობდი რამეზე...არა,ვტიროდი,თვალები მტკივა ცრემლებისაგან...
  მოიცადე,რა ხდება?..თოვს?..მაგრამ ეხლა ხომ აპრილია...რა საოცრებაა...თოვლის ფანტელები ცეკვავენ ცაში,ლაღად დაფრინავენ და ეცემიან ხეებს,ბუჩქებს,სახურავებსა და მიწას.უცებ დნებიან,კვდებიან ჩემი ოცნებებივით.როგორ ფიქრობ არ ეშინიათ ამ პატარა,სიფრიფანა ფიფქებს?გამბედაობა ყოფნით და თავს წირავენ დედამიწის გასალამაზებლად.
  რა მშვენიერია!..გიცდია ოდესმე ზემოთ ახედვა,როცა ციდან თეთრი ბამბები ცვივა...რაღაც აღმაფრენა ვიგრძენი,ვიგრძენი სიცოცხლე და დაღლილობა...სუსტად   ვარ,ნეტავ რა მომდის...სულ დამავიწყდა ეს საზიზღარი ჭრილობა...რა წითელია მიწაზე თოვლი,ნეტავი ფუნჯი და საღებავი მქონდეს,რათა სიკვდილის წინ რასაც ვხედავ ის დავხატო.
  მცივა...მტკივა...რაღაც მკვეთრი,თეთრი შუქი ჩანს.ააა!...უკვე მოხვედი?ცოტა კიდევდამიცადე,გთხოვ!..რამდოდენიმე ფიფქი მაინც დამეცეს სახეზე...
  რა სამწუხაროა,რომ უკვე მივდივარ...
  ვტოვებ დათოვლილ   სამყაროს...
მცივა...დრო მოახლოვდა.
    მშვიდობით ჩემო სიცოცხლევ...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1499 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]