მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » განა ეს მართლა არაფერია?!
1:13 AM
განა ეს მართლა არაფერია?!



როდესაც მოწყენილი ვარ - მე გიხსენებ შენ და ეს მავიწყებს ყველა ტკივილს...


როცა მიხარია - მე ვფიქრობ შენზე და მაშინ ვგრძნობ, რომ უფრო მეტად
მიხარია... როცა მინდა გავიხსენო, თუ რატომ მოვედი აქ, მაშინ მე
მახსენდება რომ აქ მოვედი     მხოლოდ შენს გამო... დიახ, მე შენ მთელი
გულით მიყვარხარ...


ლამაზი იყო, მზე იყო მხოლოდ;

თეთრი სიზმარი, თეთრი ფერია.


მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს,


შენ კვლავ მითხარი: - არაფერია!"


          ალ. საჯაია



რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.  

  შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები.  


  დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი  


  და მეც სულ ისე დაგავიწყდები.  




  დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული.


  წარსული ახლა ჩემი მტერია.  


  საიდანღაც კი ხმა შორეული  


  წამიჩურჩულებს: - არაფერია!  




  რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი.  


  შენი ცხოვრება ახლად იწყება.  


  და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი...  


  ისე, უბრალოდ   დაგავიწყდება.  




  -შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ,  


  -მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია.  


  გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ:  


  -განა ეს მართლა არაფერია?!  




  დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს...  


  შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები.  


  დაგავიწყდება იანვრის სითბოც  


  და მეც სულ ისე დაგავიწყდები.




        ალიკო გელაშვილი


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1091 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]