პატარა ბიჭი მისჯდომოდა მერხს; წინ ფერადი ფანქრები ეწყო; დიდი, ქათქათაფურცელი გაეშალა და თვალებით თავს დასტრიალებდა, სულს ჰბერავდა.`დავხატავ,……. . . დავხატავ ცას, ბალახს, ყვავილებს, ჩიტებს. მერე ვაჩვენებმასწავლებელს, ხუთიანს დამიწერს და დედას გავახარებ მამასაც გაუხარდება~`ყვავილი . . . პატარა, თეთრი ხელით მოხაზა წრე გააფერადა, მერე აიღო ლურჯიფანქარი და უცნაური, მრუდი ხაზებით შეაერთა ყვითელ წრესთან.`მხატვარი უნდა გამოვიდე! მტკიცედ გადაწყვიტა პატარამ, როცა ყვავილის მეოთხეფურცელიც გააფერადა.--- რას ხატავ? --- ჰკითხა მასწავლებელმა და უდარდელად დახედა ნახატს.--- ეს იაა, მასწავლებელო, მამამ დამანახა სოფელში, მართლაც პატარა იყო,მაგრამ ძალიან ლამაზი! ატიკტიკდა ბიჭი. მერხებს შორის მოსიარულემასწავლებელი კი უკვე სხვა ბავშვებს უმოწმებდა ფარად ფიქრებსა და ოცნებებს.`ჰო, მხატვარი უნდა გამოვიდე. Uუნდა ვხატო და ვხატო . . .. მერე დედასაცდავხატავ, მამამსაც, ჩემ თავსაც, ვიქნებით სამნი ერთ ნაზატზე. Mმერე იმ სურათსჩემი საწოლის გვერდით, ფისუნიების გვერდით დავკიდებ. . . მხატვარი უნდაგამოვიდე!~უკვე მოეხატა ფურცელი მწვანე ბალახით, ყვავილებით, ჩიტებით. დახატა ცაც,ყველაფერი დახატა მზის გარდა.`მზე, მზე დამრჩა, მზე რომ არ იყოს, ნახატი ხომ ბნელი იქნებოდა ---- გაუელვაბიჭუნას ---- მზე, . . . მაგრამ როგორ დავხატო მზე?მოწიწებით, აიღო ყვითელი ფანქარი:`მზე დიდია! მამამ ხომ მითხრა, მზე ყველაზე დიდიაო, მიწაზე დიდიაო მზე, მზე .. .~---- ბუტბუტებდა ბიჭი და უზარმაზარი მზე მოხაზა ცაზე. მერე ნელა,გულმოდგინედ შეუდგა გაფერადებას. --- ოცნებობდა და აფერადებდა. შეავსო.ძალიან, ძალიან ნათელი იყო მიჭუნას მზე, ნათელი და საოცრად დიდი.Mმასწავლებელმა ჩამოიარა, ნახატები სწრაფად აკრიფა; ბოჭუნას ნახატიც ჭრელა-ჭრულა ნახატებს შეურია; მერე კი საკლასო ოთახის კედლებში ჩვეული სიჩუმეგამეფდა. მასწავლებელი ნამუშევრებს ამოწმებდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ყველასთავისი ნახატი დაუბრუნა. ბიჭი მომლოდინე შესცქეროდა ქუსლების კაკუნითმოახლოებულ მასწავლებელს, ბოლოსთვის რომ შემოენახა მისი ნახატი. თეთრიფურცელი მოცელილივით დაეცა მერხზე და ნათელი მზის ნაცვლად წითლადმოხაზულმა, დაგრეხილმა ორიანმა მოსჭრა თვალი. . .რიხიანად აზრიალდა სკოლის ზარი _ გაკვეთილი დამთავრდა:აფუსფუსდნენ ბავშვები _ ყველა საკუთარი ნივთების ალაგებას შეუდგა.მარტო ბიჭუნა იჯდა მერხთან გაუნძრევლად, თავჩაქინდრული._ რა მოგივიდა? _ ჰკითხა მასწავლებელმა, ხელი ნიკაპქვეშ შეავლო დათავი ააწევინა:ბიჭს თვალები ცრემლებით ავსებოდა, შერცხვა და თავი ისევ დახარა._ რატომ სტირი, ორიანი რომ მიიღე იმიტომ ? _ გაიკვირვა მასწავლებელმა,ნახატი აიღო, ორივე ხელით ზემოთ ასწია და ხმამაღლა გამოაცხადა:_ ბავშვებო, გინახავთ ამხელა მზე?! ახმაურებული ბავშვები წუთითგაჩუმდნენ, ყველა ბიჭის ნახატს მიაჩერდა, მერე კი, ერთბაშად გამაყრუებელისიცილი ატეხეს.სკოლის ეზოდან გამოსულ ბიჭუნას უცნაურად ემძიმა ჩანთა, მაგრამ მაინცმსუბუქად და ამაყად მოიკიდა მხრებზე. მას ხომ ჩანთით ორიანთან ერთადდიდი და ლამაზი მზე მოჰქონდა...იოსებ ხუციშვილი VII კლასი
მიმაგრება: |