მთავარი » 2010 » მარტი » 17 » დამხატე
|
-დამხატე დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი დახატე მკვეთრად ჩემი სახე ჩემი სიცილი
-დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ ვიდრე ბავშვი ვარ ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე კენტად დავდივარ.
-დამხატე... მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები
-დამხატე! ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები. დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები
-დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან ყანწით გილოცავს დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს...
-დამხატე, ტილოს მოუხდება ჩემი სიცილი დამხატე მასზე მხიარული ვიდრე ვიცინი....
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 1230 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|