მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » დაიფიცე, რა!
8:08 PM
დაიფიცე, რა!


* * *
შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1163 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]