მთავარი » 2010 » მარტი » 10 » დაარწევ სიმებს ჩემთვის ქალღმერთო?...
9:06 PM
დაარწევ სიმებს ჩემთვის ქალღმერთო?...
 
* * *
დაარწევ სიმებს ჩემთვის ქალღმერთო?...
გაისვრი ისრებს ჩემთვის აპოლონ?...
_ჩვენ ხომ ბევრი გვაქვს კარგო საერთო
ჩვენ ანგელებმა უნდა ჩაგვქოლონ...
ისე გვიყვარდეს ერთურთი ორვეს
ცაში მცხოვრებთაც ბოროტად შურდეთ,
თუ ეკლის ჯაჭვი გამოაგორეს,
ხელჩაკიდებით ორივე ვუდგეთ!
ირგვლივ მომესმა ჩურჩული ჩუმი,
ვიღაც ამბობდა:"ვისზე წერ ****?"
ო, ჩემი სიტყვა თუ იყო უმი,
ო, მჭკნარი ვარდი ფურცელზე იდო...
ალბათ არც მე ვარ ადამიანი,
არც მეყვარება ცოცხალი გული,
სისხლის წვეთების ამალიანი
საყვარლის კიბეს შორიდან ვუვლი...
მე შემიყვარდა თვით სიყვარული, 
და ოცნებათა მთა შეიყარა, 
მაშინ მომიცავს კვლავ სიხარული, 
თვით სიყვარულმა თუ შემიყვარა...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1201 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]