მთავარი » 2010 » მარტი » 26 » ჩვენ უცებ შევხვდით ერთიმეორეს
6:42 PM
ჩვენ უცებ შევხვდით ერთიმეორეს
ჩვენ უცებ შევხვდით ერთიმეორეს
არ დავშორდებით მე ასე მინდა
მაგრამ ცხოვრება რთული გამოცდაა
და თეთრი მთრედივით თუ გაგვიფრინდა

არ მოიწყინო ცრემლი არ დაგვარო
მე შენ არ დაგთმობ არაფრით არასდროს
ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი ხარ
ალბათ მიხვდები რომ შენით ვამაყობ

თუნდაც სასტიკმა ჩვენ დაგვაშორა 
გაგრძელდება ეს მხოლოდ წუთები
სასუფეველში თუნდაც მელოდო
წუთი წუთშიც კი შენთან გავჩნდები

რომ აგარ იყოს ჩემი ადგილი 
სასუფეველში ანგელოზებთან
მუხლმოდრეკილი ღმერთთან დავდგები
შევევედრები მე მას ლოცვითა:

უფალო მაღალო დიდება შენდა
შენს წინაშეა უბრალო გოგო
რომელიც დგასდა ყოვლისშემძლე ღმერთს
სიყვარულისთვის გაგებასა სთხოვს

ერთი თხოვნა მაქვს არ დამაშოროთ 
ჩემი ცხოვრების ლამაზ ოცნებას
იქნებ იყოს იქ ერთი ადგილი
სულელი გოგოს დამკვიდრებისა

ღმერთიც გაუგებს შეყვარებულებს
არ დააშორებს მათ არასოდეს
რადგან სიყვარულს დიდი ძალა აქვს 
და უფალიც კი ამას აფასებს . . . .


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1068 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]