მთავარი » 2011 » ივნისი » 24 » ჩემი თავის გარდა არსად გავიშვები....
0:37 AM ჩემი თავის გარდა არსად გავიშვები.... |
ჩემი თავის გარდა არსად გავიშვები,ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება,თმებში ყრუვდებიან წვიმის კლავიშები, კადრი - აურასწვიმს - მოჩანს კლავიშებად. დღეებს უშენობა დაუშნოვებია,მსგავსი ამინდები ტკივილს მიორებენ,გარეთ აწყვეტილი წვიმის ომებია,ხოლო ფანჯრებია მოროდიორები -ჩვენი ოცნებების, რადგან აღარ გვესმის,რადგან ვეღარ ვფიქრობთ,რადგან, რადგან,რადგან,ისე გეთანხმები უკვე არაფერში,როგორც ნაბიჯების უკან არგადადგმა.ლექსებს მივიწყების ყულფი მოვაზომე,ახლა სტრიქონ-სტრიქონ ვეძებ მიმალულებს,ღმერთის კარზე ახლად შემდგარ მონაზვნებისმსგავსად საეჭვოა უკვე სიყვარულიდა მეც ჩემი ქნარი მკერდს მაქვს მიდებული,ჩემი ეკლესიაც უმარტოვესია,მოვალ წვიმაში და ხელჩაკიდებული,სხვისი შვილებივით მომყავს პოეზია.კადრი - აურასწვიმს - მოჩანს კლავიშებად, თმებში ყრუვდებიან წვიმის კლავიშები, ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება,ვგრძნობ რომ ლექსის გარდა არსად გავიშვები.
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 1201 |
დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|