უსაყვარლესი წიგნიდან
"სწორედ იმ წამს, როცა გულში ეს უჩვეულო- სიყვარულად სახელდებული გრძნობა გეწვევა,როცა შეიგრძნობ მის სიშლეგეს, აღტკინებას და ნეტარებას,მაშინ მიხვდები,როგორ უცვლია სამყაროს ფერი..” {ჯ. კრიშნამურტი} "ცხოვრებისეული ბედნიერება პატარ-პატარა,ყოველდღიური წარმატებებითაა შეკოწიწებული.”{პემ ბრაუნი} "თუნდაც სულ უმნიშვნელო საქმეში დახელოვნება შესაძლოა ენით უთქმელ ბედნიერებად გადაგექცეს.”{პემ ბრაუნი} "ბედნიერია მეფეც და გლეხიც, თუ სამშობლოში სიმშვიდე ჰპოვა”{გოეთე} "არც ისე ადვილია ბედნიერება ჰპოვო საკუთარ თავში; ოღონდ სხვაგან-სულაც შეუძლებელი.”{აგნეს რეპლიე} "ყველა დიდი და წარმატებული ადამიანი ჯერ განსჯის, გონებაში იქმნის ხატს და საქმეს მერეღა შეუდგება: ამ ხატს აცოცხლებს- რაღაცას ამატებს, რაღაცას აკლებს, და მაინც ჯიუტად ქმნის თავისას….”{რობერტ კოლიე} "ყოველ დილით მადლი შესწირე უFალს იმისთვის, რაღაც რომ გაქვს საკეთებელი, რასაც შენ გარდა ვერავინ გააკეთებს- სულ ერთია გახალისებს ეგ თუ არა.” { ჩარლზ კინგსლი} "როცა არც გამოსავალი ჩანს და ყველაფერი შენ გიმხედრდება, როცა თითქოს მეტის ატანაც არ შეგიძლია, მაინც ნუ დაყრი ფარ-ხმალს -იცოდე, ბედის ჩარხი წაღმა სწორედ აქ და ახლა შეტრიალდება.” {ჰარიეტ ბიჩერ სტოუ} "შენთან მოსული ისე არავინ გააბრუნო, ოდნავ მაინც უკეთესად და ბედნიერად არ იგრძნოს თავი; ყველას სიკეთე დაანახე-გამომეტყველებით, თვალებით ან ღიმილით.”{დედა ტერეზა} "ყოველ ჩვენგანს ძალა შესწევს, სხვაც გააბედნიეროს… ხელის გაწვდენით, კეთილი მზერით.”{პემ ბრაუნი} "სიცოცხლე მიყვარს. დროდადრო გაუსაძლისი კაეშანიც შემომწოლია, ოღონდ მუდამ კი მჯეროდა, რომ სიცოცხლე უკვე თავისთავად დიდი მადლია.”{აგატა კრისტი” ” ბედნიერება კაშკაშა მზეა, წყალში ჭყუმპალაობა,სილაში კოტრიალი,ნებაზე ყოფნა”{მიგან სიმონსი, 11 წლის} "ბედნიერი იმიტომ ვარ, ჩიტები რომ მე მიმღერიან”{ჯოზეფინა 6 წლის } "როცა ირგვლივ ბედნიერებისკენ მიმავალი ამდენი გზაა, უცნაურია- რატომაა ზოგი ასე უჟმური?”{უენდი 12 წლის} "ბედნიერება თბილი ხრაშუნა პურის ჩაკბეჩაა”{კლაივ გარლანდი 11 წლის} "მე თვითონა ვარ ბედნიერება, როცა ჩემს გიტარაზე ვუკრავ.”{ელისონი 6 წლის} "ბედნიერება-ღიპუკაში სითბო რო დაგივლის, ისაა.(ტრეისი 8 წლის} "ბედნიერებაზე სულ გული მიჩუყდება.{ჰარინდერ ფიურვოლი 10 წლის} "გასაოცარი, გასაოცარი,ყველაზე უფრო გასაოცარი, და კვლავაც- ძლიერ გასაოცარი, და კიდევ მეტი!{ უილიამ შექსპირი} "თუ სამოთხეში სიცილი ამიკრძალეს, იქ არაფერი მესაქმება.” {მარტინ ლუთერი} სიცოცხლე ხალისია სიცოცხლე ბედნიერებაა სიცოცხლე სიხარულია სიცოცხლე სიყვარულია სიცოცხლე მეგობრობაა სიცოცხლე სიკეთეა სიცოცხლე სიცილია ო, სიცოცხლე მშვენიერიაა!! {ელისონ ჰადარტი, 10 წლის}
მიმაგრება: |