მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » ანგელოზები
11:04 AM
ანგელოზები



გუშინ ორი პატარა ბავშვი დამესიზმრა, ორი პატარა ანგელოზი, სიყვარულზე ლაპარაკობდნენ. სადღაც გაეგონათ და იფიქრეს ეგ ხომ ჩვენც შეგვიძლიაო, ჰყვარებიათ თურმე, ხვდებიან რომ უყვართ და იტანჟება ორივე, საყვარლები. რა დროს მათი სიყვარულია, მაგრამ თუ ეწვია რა ქნან?! მახსოვს უთქვამთ- პატარების სიყვარული უფრო ფაქიზი და ნამდვილიაო. ყოველთვის მეცინებოდა და ახლაც გამეცინა, რომ გამახსენდა... თავიდან ყველა სიყვარული ნამდვილია უბრალოდ შემდეგ ხუნდება და კარგავს ფასს. რატომ... ჰეჰ რატომ? თავისით არაფერი ხდება, თავისით არც მზე ჩადის, არც წვიმა მოდის, არც გული გტკივა თავისით და არც ხასიათი გიფუჭდება. თავისით არასდროს გიყვარდება, თავისით არასდროს ხუნდება და ფუჭდება სიყვარული... ჩვენშია საქმე, შენშია საქმე... იმ პატარა ანგელოზებსაც ვერ გაუგიათ, რომ ყველაფერი მხოლოდ დიდი დასაწყისია, თუ არ ისწავლეს ყველაფრის კარგად დანახვა, ყოველთვის ესე ისხდებიან და ყოველთვის ასე უიღბლოდ ილაპარაკებენ სიყვარულზე, არადა რა ახლოს არის არა? აქვეა-ახლოს, უბრალოდ უნდა დაიჟერო, შეიყვარო, პატივი სცე მასაც და შენ თავსაც, უნდა სცე პატივი. რომ გიყვარს ეს განა თამაშია?! ეს ცხოვრებაა, შენ სიკვდილი თამაში გგონია? არა... რა თქმა უნდა არავის ჰგონია სიკვდილი თამაში. მაშ სიყვარულს რატომ ეთამაშები... იმიტომ რომ არ გკლავს? მეორე დღეს იღვიძებ და ცოცხალი რომ ხარ იმიტომ?
არა... გკლავს, ოღონდ უარესად, ის მოკლული მთელი ცხოვრება შიგნით გიდევს, შენ თუ არა რატომ კლავ სხვას?... არ გიფიქრია? არც მე... არასდროს მფიქრია... მეც მომიკლავს, ძნელი ყოფილა თურმე, დამნაშავე ვარ... მაგრამ ჩემთვისაც ხომ ბერჟერ მოუკლავთ, შენთვისაც მოუკლავთ,კიდევ მოკლავენ, მეც მომიკლავენ, მეც ბევრს მოვუკლავ ალბათ... მაგრამ რომ დაფიქრდე? იქნებ დაფიქრდე და მოკვლის ნაცვლად შენში აცხოვრო, შენთან ერთად გაზარდო და დააბერო... დაფიქრდები, მიხვდები რომ მართალია...მეორე დღეს გაიღვიძებ, გაიღვიძებ, დაგავიწყდება... იმიტომ რომ ასეთია ცხოვრება...ასეთია ადამიანი, ბევრს ეს არ ეშლება, ბევრი მართლა სწვდება ჭეშმარიტებას, სინამდვილეს და ისიც მართალი ხდება... მეც ასეთი მინდა გავხდე და თუ ოდესმე მომიკლავს, მაპატიოს, არ მინდოდა. ის ანგელოზებიც ილაპარაკებენ ბევრს- სიყვარულზე, მერე გაეღვიძებათ ერთ მზიან დილას ან უმზეო დილას, როცა ქარი ქრის გიჯივით, მათ ეს სიყვარულიც დაავიწყდებათ და სხვაზე იფიქრებენ... ისევ სიყვარულზე, ოღონდ იმაზე არა, სხვაზე...
ის მოკლეს...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1648 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]