ჩემს უხეშ ხელებს მოენატრა მაგ თმის სირბილე, ჩემს დამცრალ თვალებს- მაგ თვალების კრთომა-კვესება. მოხვედი, გულზე წვიმასავით გადამირბინე, წახვედი უცებ და ტკივილი იგრძნეს ფესვებმა.
ხედავ? მევსება ბრმა ცრემლებით რქა საზედაშე, მზის ჩასვლის სცენას შენთან ერთად სულ სხვა ხიბლი აქვს. გახსოვს, ფრთებზე რომ ვოცნებობდით, კარგო, მე და შენ - იარწივეო, მე ვიქნები მხოლოდ ნიბლია......
|