|
ღიმილი, სუნთქვა და მოძრაობა ფრანც ვერფელი თარგმანი გერმანულიდან - გია ჯოხაძე ___________________________________ შენ გააჩინე და შენივე შექმნილით ხარობ _ღაწვებზე დამდის უთვალავი ღიმილის წყარო,სულ რომ ჩუხჩუხებს და წუთითაც რომ არ ისვენებს, სახეზე მაფენს ნეტარებით მფეთქავ სისველეს.ღიმილი სხვაა და ნაოჭებს არ ემსგავსება _ღიმილი _ ნათლით დაფერილი არის არსება.კრთის შუქი, მაგრამ შარავანდით ვერ ფარავს ხატებს,რადგანაც ნათელს მხოლოდ ჩვენი ღიმილი ჰბადებს.თვალთა კარიბჭეს გაზაფხულის შხეფი მოწყდება და სიმხურვალეც ღიმილისა ასე მოწმდება:ბებერი ხელი შეუშვირე ამ ნელთბილ კოცონს _შენ გააჩინე და შენივე შექმნილი მოგწონს! ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _იგრძენი, სუნთქვა რა იოლად აღწევს გულამდე!...
|