მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30

კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-11-30
  რაზმებად შევკარი დაჭრილი გულები,
გარდაცვლილ იმედებს სანთელი დავუნთე,
ლოცვით გავაცილე მზედაკარგულები,
ქვესკნელის შიშები უბეში გავუთბე.
განწყობა შევცვალე ისევე განწყობით
და სარკმლის რაფაზე ვარდები დავაწყვე,
სიცოცხლე ვამხილე მომავლის აწმყოში,
აწმყო კი წარსულის ჩანთაში ჩავაწყვე....
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:2605



კატეგორია:სასიყვარულო ჩანახატები | თარიღი:2011-11-30
კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა...
პეშვებით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი...
არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...
ისევ იმ სარკმელს გავყურებ დღესაც, რომელიც ახლა აღარ არსებობს, უფრო სწორედ, მარტოობით ამოქოლეს და დაავიწყდათ, როდის ენთო აქ სინათლე უკანასკნელად...
მომაბეზრა თავი ტკივილმა....
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:2370



კატეგორია:სასიყვარულო ჩანახატები | თარიღი:2011-11-30
რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე.
ვინ ხარ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა,
ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით.
რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები?
მე არაფერი არ ვიცი დარწმუნებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერ დაგივიწყებ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ და მენატრები !
ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გადახსნა, სიყვარულის სისხლი ამოხეთქავს უნატიფეს შადრევნად...
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:3116



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-11-30
ვეფერები თითებს... 
ამდენს როგორ მითმენ? 
ქარს მოყვება შხეფები... 
მე კი, თითებს ვეხები... 
ქარი მღერის ფარულად... 
გულში შემოპარულა... 
მე შენს თითებს ვეხები... 
ქარს კი მოაქვს შხეფები... 
შენ რომ გხედავ ვენთები... 

ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:4502



კატეგორია: | თარიღი:2011-11-30
• • •

არ გინდა?
ყოველ გაღვიძებაზე...
ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს...
და მზის საოცარ გაღიმებაზე,
რომ დაგეწაფო...
ისე დაგლიო...

ბალიშად ჩემი ხელები გქონდეს...
ბავშვივით მაინც, ოდნავ მორცხვობდე...
სადღაც შორს, ქარი გიჟივით ქროდეს...
და ერთმანეთის ფიქრით ვცოცხლობდეთ...
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:1464