მთავარი » 2011 » ივნისი » 30 » ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა მოვფერებოდი წამით...
9:05 PM
ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა მოვფერებოდი წამით...


საკინძე შეხსნოდა , ვერც კი შეემჩნია ,
გულის პირს შევნიშნე ხალი ,
ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა
მოვფერებოდი წამით .
თვალი გავაპარე ქათქათა მკერდისკენ ,
შვენოდა პატარა ხალი ,
სულში ჩამეღვარა ალერსის სურვილი ,
თავი დავიღუპე ლამის ...
სურვილმა დამძლია ხელით შევხებოდი ,
ამბორით დამესვა დაღი
ხალზე მეოცნება , ხალზე მეფიქრა და
ხალზე ჩამომეხრჩო თავი .
მაცდურად მიხმობდა შეხსნილი საკინძე
ნუთუ ვერ ავიხდენ წადილს ?
- გეყოს ვაჟკაცობა ! მოდი მომეფერე !
ჯიუტად მიხმობდა ხალი ...
სურვილი მოვთოკე,ჟინი შლეგიანი
ვცადე არ გამეცა თავი .
საფიცრად გამიხდა მის მკერდზე ამაყად
წამოსკუპებული ხალი ...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 1887 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]