მთავარი » 2010 » მარტი » 13 » ვუცქერ მყინვარს და გული მტკივა ამ ცხოვრებაზე...
5:33 PM
ვუცქერ მყინვარს და გული მტკივა ამ ცხოვრებაზე...
ვუცქერ მყინვარს და გული მტკივა ამ ცხოვრებაზე... 
შეხედვა საკმარისია მასზე, რომ მოსწყდე რეალობას, ოცნების 
მორევში გადაეშვა... როგორი სისპეტაკე და სილამაზეა... ყველაფერი ჰარმონიულის შერწყმა...
  ოჰ, როგორ მიზიდავს იგი თავისკენ. თითქოს მეუბნება: 
შენი ვარ, შენი,... მოდი, მომიახლოვდი და შემიგვრძნე მთლიანად”... 
მაგრამ?! სიშორე... დიდი მანძილია ჩვენს შორის... ხედავ,.. გგონია 
რომ აქვეა, შენთან, თითქმის შენში... დაფიქრდები და... რა სიშორეა... მიუწვდომელია ლამის... 
  .. იქნებ იმიტომაც მიზიდავს ესე, რომ იცის ვერ ‘მივწვდები” ვერასოდეს... ეს ხომ სიყალბეა... შენს მიუწვდომლობაში თუ 
დარწმუნდები, გული უნდა გეტკინოს, არა თუ გაგიხარდეს,. 
რადგან უნდა იყოს თუგინდ ერთი მაინც, რომელიც შესძლებს 
შენთან მოახლოებას, თორემ მარტოობა დაისადგურებს 
შენში, რომელიც მთელი ცხოვრება გაგტანჯავს; 
ბედნიერებას კი არასოდეს არ მოგიტანს... ესეთი 
ცხოვრება კი განა ცხოვრებად ღირს?.............


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1312 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]