მთავარი » 2010 » მარტი » 3 » უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
9:17 PM
უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
* * *
უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის,
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.
მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
და ყვიტილივით სიყვარულს ვითმენ
პოეტი-უცხო და უსახელო.
ქუდი გეხურათ ისიც ქაღალდის,
გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ,
ტანზე გეწერათ "მალე დაღამდეს"!
ვკითხულობდი და ჩამომეძინა...

/ზანგური/


                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 1978 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]