უშენოდ გასული ყოველი წუთი მცლის! - 18 ივლისში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » ივლისი » 18 » უშენოდ გასული ყოველი წუთი მცლის!
11:49 PM
უშენოდ გასული ყოველი წუთი მცლის!


და თუ გადავშალე ყოველი სტრიქონი,
ბოლო აკორდამდე ჯერ ისევ შორია..
დღეს თუ შენ დაგკარგე, ხვალ სულ სხვას ვიპოვი,
ცხოვრება ზღაპარი, ბოდვა და ჭორია...

და მაინც...
ფიქრებით დაღლილს და დაჩეხილს,
მომშივდა მე შენი ტუჩების სისველე...
შიშველი რითმები ლოდინით გალეშილს
ცრემლებად დამცვივდა...
მოდი და მიშველე..

ღამეა...
და ფიქრის დამიწყდა ღილები,
ჩემს ტუჩებს კვლავ შენი ტუჩების გემო აქვს,
ნუ ფიქრობ, რომ ბედთან თამაშით ვიღლები,
და რომ ჩემს რულეტზე დღეს ისევ ზეროა...

ღამეა...
და ისე მომშივდი, რომ ლამის
გემო გავუსინჯო საკუთარ ხორცს და სისხლს..
მინაში დამწყვდეულ დროს ვგავარ და მაინც
უშენოდ გასული ყოველი წუთი მცლის...

ათასჯერ დაკარგულს ათასჯერ გიპოვი _
ბოლო აკორდამდე ჯერ ვიცი შორია...
უშენოდ სიცოცხლის ყოველი სტრიქონი
უმიზნო თამაში, ბოდვა და ჭორია..


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1171 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 chqareuli   (2012-12-09 4:43 AM)
zalina magaria martla :S :S :S

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]