მთავარი » 2011 » ივნისი » 24 » უკვე მოგონება მივეც ანათემას, უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი....
12:12 PM
უკვე მოგონება მივეც ანათემას, უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი....


უკვე მოგონება მივეც ანათემას,

უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი,
ღამის მარტოობას ისევ ანათებდა
ქუჩის მოწყენილი, სველი შუქნიშანი.

დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა,
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა,
მივხვდი, აღარასდროს აღარ გავლოთდები.

ქუჩა სიბნელეში, თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
შენკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1343 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]