მთავარი » 2010 » მარტი » 13 » უკვე მერამდენედ ენაცვლება ღამეს დღე
11:39 PM
უკვე მერამდენედ ენაცვლება ღამეს დღე
უკვე მერამდენედ ენაცვლება ღამეს დღე,დღეს ღამე,მაგრამ ცხოვრება მაინც ძალიან ერთფეროვანია.უკვე მერამდენედ ღამდება იმედით,რომ მაინც შეგხვდები,მაინც მოგკრავ თვალს.ერთხელ კიდევ გამიღიმებ და ერთხელ კიდევ მეტყვი:”იცი,მე შენ ძალიან მიყვარხარ.”მე რა თქმა უნდა არ დაგიჯერებ და ცოტას კიდევ გაგეპრანჭები,გეტყვი რომ:”იცი,მე კიდევ არა.” მაგრამ ეს რა თქმა უნდა ტყუილი იქნება,იმიტომ რომ,მე შენ ძალიან მიყვარდი,მიყვარხარ და ალბათ მეყვარები კიდეც საუკუნოდ.გათენდა.მზემ ამოანათა და გამომიყვანა ილუზიიდან.ხო,რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხომ ილუზიაა,რეალობა კი ძალიან მწარეა,სიმარტოვე და შენზე ოცნება,ოცნება რომლის უფლებაც კი არ მაქვს.დღე გადის ისევ ღამის მოლოდინში,ღამე ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარია,რომელსაც რეალობიდან ილუზიაში გადავყავარ.იქ კი მე ძAალიან ბედნიერი ვარ. 
  ღამდება…უკვე მერამდენედ ღAამდება…შენზე ფიქრში,ოცნებებში…უკვე მერამდენედ მიცრუვდება იმედები,იმედი…შენი ნახვისა,შენთან საუბრისა.გახოვს?!ჩვენი შეხვედრები…ჩვენი ოცნებები ყოველთვის იმედით იყო განმსჭვალული,მაგრამ რეალობა მაინც მწარე აღმოჩნდა.ვინ წარმოიდგენდა ,რომ ჩვენს შორის ჩადგებოდა სულ სხვა ადამიანი და მის გამო ჩვენი ლამაზი ურთიერთობა წარსულს ჩაჰბარდებოდა.ალბათ ეს სცენა ჩვენს მაშინდელ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოგვედგინა.მაგრამ მოხდა ის,რასაც ყველაზე ნაკლებად მოველოდით.ჩვენ დავშორდით… და დავშორდით ისე, რომ ყველაზე კარგ სასიამოვნო სიზმარშიც კი ვერ ვიქნებით ერთად…ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო და ამ ბრძნული გამონათქვამის იმედადღა ვარ…თუმცა ვნახოთ მომავალი არ მომკვდარა,ყველაფერს ჩვენი თვალებით ვნახავთ



                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1129 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]