მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » უჩინმაჩინი
11:15 AM
უჩინმაჩინი


უჩინმაჩინი


"მინდა
ვიყო უჩინარი…” – ეს აზრი მიტრიალებს თავში, თან მიშტერებული ვარ
ტელევიზორს, რომლის ეკრანიდან მულტფილმის ფერადი კაცუნები ხტებიან ჩემს
თავში და ორგანზომილებიანი ფეხებით, როგორც სამართებლით, ისე მისერავენ
ტვინს.

  გარედან პოლიციის მანქანის სირენის ხმა მომდის… ციმციმას
წითელი და ლურჯი შუქი თვალებს მიბრმავებს, თუმცა ამ განათებებს ვერ ვხედავ…


  შავ, ძველ ტელეფონზე გოგო მირეკავს და მეუბნება, უნდა მოგძებნოო, მე კი ვპასუხობ, არც კი სცადო მეთქი…


  გუშინ ერთმა ადამიანმა მთხოვა, შენი ნახვა მსურსო, მე კი მკვახე უარი ვუთხარი…



  აი, შეღებულ ფანჯარაში ღამის პეპელა შემოფრინდა. მისი
"ბანჯგვლიანი” ფრთები მაფრთხობს… ის მხარზე დამაჯდა – ტანში ჟრუანტელმა
დამიარა… უჩინარი რომ ვიყო, ხომ ვერ დამინახავდა და არ დამაჯდებოდა?


  დაძინება გადავწყვიტე, მაგრამ ძილი არ მინდა – სიზმრებში მახინჯი
სიფათები მეღრიჭებიან… ოჰ, როგორ მინდა ვიყო უჩინარი! მაშინ ხომ ვერ
დამინახავენ ისინი და გვერდზე ჩამივლიან?…


  როგორ მინდა, მხოლოდ მუსიკითა და ფურცელზე დაწერილი ასოებით ვიურთიერთო ხალხთან…


  მინდა სიოდ ვიქცე და მივეალერსო ლამაზ ბაგეებს…


  ძალიან მინდა მივიდე იმ გოგოსთან, რომელსაც უნდა, რომ მიპოვოს…   მისი
მაგრად ჩახუტება მინდა, ოღონდ, არ მინდა დამინახოს – არავის "ვაკადრებ”
ჩემს თავს…



  მალე ამიხდება ჩემი სანუკვარი ოცნება –   გავხდები უჩინმაჩინი…
მალე, სულ მალე, დაახლოებით ერთ წელიწადში… მე ხომ დიაგნოზი მაქვს
დასმული, მე ხომ მალე გარდავიცვლები და შევუერთდები "უჩინართა იმპერიას”…
თქვენ მე ვეღარ დამინახავთ – მე მხოლოდ ფურცლებზე დავრჩები, თუ ვინმე არ
დაწვავს ჩემი ხელით დაწერილ "მეს”…




                                ავტორი: ლუკა ხარლამენკო


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 2146 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]