მთავარი » 2010 » მარტი » 10 » თურმე როგორ მენატრები, არ ვიცოდი,
10:20 PM
თურმე როგორ მენატრები, არ ვიცოდი,
* * *
თურმე როგორ მენატრები, არ ვიცოდი,
მხოლოდ ქარში გაფრენილი მესმის სევდა,
განშორება– სიყვარულის შვილი ცოდვის,
მონატრება– განშორების ცოდვის დედა.
სიძვასა და მრუშობაში გაჩენილი,
ნამქერს აყრის ქურუმების წმინდა ტაძარს,
მენანება მე სიცოცხლე დარჩენილი
არ შევწირო ერთადერთი ღმერთის ტაძარს.
დავიღალე მარტოობის სიყვარულით,
როგორც მთვარეს, შემოვტირი ღამით მთიებს,
დაგიტოვე მძევლად სითბო გაზაფხულის
და ზამთარის ცივი სუნთქვა შევიჩვიე.
მენატრები, მონატრებამ გამომფიტა,
ფანჯარაში მხოლოდ სევდის თოვლი მოდის,
და ქარიც კი დამზუზუნებს თეთრი ციდან,
თურმე როგორ მყვარებიხარ, არ ვიცოდი...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2611 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]