მთავარი » 2010 » მარტი » 26 » თითქოს ჩემს ირგვლივ ისევ აცივდა
11:02 PM
თითქოს ჩემს ირგვლივ ისევ აცივდა
თითქოს ჩემს ირგვლივ ისევ აცივდა
თითქოს საყარო ძლიერ ატირდა,
ხეებს ფოთლები ისევ დასცვივდა
და ეს სხეულიც უცებ გაცივდა.

ცრემლები ისევ შემაშრა თვალზე
და ყელში ბოღმა ისევ მადგება,
აზრი არა აქვს,ვერ ვფიქრობ სხვაზე
ჩემი ცხოვრება აღარ აღდგება.

ბურუსს მოუცავს ისევე არე
და აღარა ჩანს შორს მომავალი,
ცარიელია ეს არე-მარე
ვეღარაფერს ვგრძნობ მე მომაკვდავი.

გთხოვთ გამაყოლოთ ობოლი ცრემლი
მე არ ვყოფილვარ ამ ქვეყნად ავი
და თუ არ არის ეს თქვენთვის ბევრი
გთხოვთ მე გამიხსნათ,სამოთხის კარი.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1027 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]