მთავარი » 2010 » მარტი » 17 » ტერენტი გრანელის ლექსი, ყველას გეცოდინებათ მარა მაინც ...
9:23 PM
ტერენტი გრანელის ლექსი, ყველას გეცოდინებათ მარა მაინც ...
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, 
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. 
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! 
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! 
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, 
ახლა ქარები არხევენ ტირიფს. 
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას 
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. 
ისე გაივლის წამება, ოხვრა 
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. 
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? 
მოხვალ და ვიცი მომეფერები! 
თუმცა იქნება ღამე წვალების, 
ღამე სასტიკი და ულმობელი. 
და ეს თვალები, ლურჯი თვალები, 
ჩემი თვალები ისევ მოგელის...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2025 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]