მთავარი » 2010 » მარტი » 28 » სუყველაფერი ქვეყანაზე წამიერია...
2:51 PM
სუყველაფერი ქვეყანაზე წამიერია...
სუყველაფერი ქვეყანაზე წამიერია, 
ადამიანი ამ წამების მადლიერია, 
როდესაც წამებს ერთმანეთზე წამებით ვაბავთ, 
სამყაროსადმი უმადურები ჩვენს სულებს ვგაფავთ 

სიკვდილი უფრო ადვილია ვიდრე სიცოცხლე, 
შენც ამ ადვილი სიყვარულისთვის თურმე იცოცხლე, სამოთხეც ალბათ ლამაზია,
უკვე ნახავდი, სიზმრად გიხილე ანგელოზებს გვერდით ახლავდი

ალბათ სიშორე მეგობრებთან ძლიერ ძნელია,
აღარ გეძებენ ძველი გზიდან აღარ გელიან,
მაგრამ მუდმივი განშორება ეს ნუ გგონია, 
მარადისობა ხომ სულების მონაგონია

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1064 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]