მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » სულში მალულად ჩაგეხატები...
1:25 PM
სულში მალულად ჩაგეხატები...


 მიყვარს წყვდიადი...ღამის სიჩუმე...
შენთვის ვცოცხლობ და შენად მიგულე...

მხიბლავს რიჟრაჟი,შემოღამებაც
და ნაზ-გრძნობების დადუღაბება...


მინდა ყველასგან უბრალოება...
ასე უბრალოდ-შენთვის ცხოვრება...

თუკი დავლაშქრე ეს არტახები,
სულში მალულად ჩაგეხატები...

იღვენთებიან დროის სანთლები...
  შენ მზის სხივებად ათინათდები...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1227 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]