მთავარი » 2011 » ივნისი » 28 » სული სულს ეძებს!...
9:04 PM
სული სულს ეძებს!...


სული სულს ეძებს!...
სული სულ ეძებს,
ხან იბჟუტება, ხან განათდება...
ხატებს გახედე, – რამდენი სული
ანთია ირგვლივ თაფლის სანთლებად!!!
სული სულს ეძებს სიზმარშიც, ცხადშიც...
საუკუნეებს წვდება ფიქრებით:
„შეგხვდები?..."
„გნახავ?..."
„მიცნობ?..."
„შემიგრძნობ?..."
„სხვასთან წახვალ თუ ჩემთან იქნები?..."
სული სულ ეძებს,
ერთ სულს დაეძებს
და თუ პოულობს, მაშინ ბრწყინდება!
სულს თუ გვერდით ჰყავს ძებნილი სული,
მასთან არასდროს არ მოსწყინდება!...
სული სულ ეძებს!...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1714 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]