მთავარი » 2010 » მარტი » 20 » სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
1:53 PM
სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა,
მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა
და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა...
უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს
მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს
და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის
მე კი ვერ ვასწრებ რომ რამე ვთქვა, დღეები მიქრის...
ან რა აზრი აქვს ნეტავ ჩემთვის ამ მდორე წუთებს
თუ კი მკვდარი ვარ და სიკვდილსაც ვაწუხებ თურმე.
თუ ჩემმა გულმა მიღალატა _ აღარ ვარ უკვე
და უსიცოცხლო სიკვდილსაც კი მე ვეღარ ვუთმენ

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1061 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]