მთავარი » 2010 » მარტი » 4 » ”სიყვარული ომს გავს, მისი დაწყება ადვილია, დამთავრება ძნელი, დავიწყება კი შეუძლებელი”
2:34 PM
”სიყვარული ომს გავს, მისი დაწყება ადვილია, დამთავრება ძნელი, დავიწყება კი შეუძლებელი”
"სიამაყე სიყვარულის წინაშე მინის ჭურჭელივით იმსხვრევა." 

"არასოდეს არ გაჩუმდე, თორემ სიჩუმე მოგიღებს ბოლოს." 

"კარგია უყურო ლამაზ ადამიანს, მაგრამ ცხოვრება ჭკვიანთან ჯობია."

"გიყვარდეს ადამიანი სილამაზისათვის, ეს იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი ყდისათვის, რომლის შინაარსი ჯერ არ იცი."

"მეგობრებისათვის ერთბაშად რაიმე გარემოებაში სიკვდილი არაა ისეთი გმირობა, როგორც მისთვის ყოველდღიურად მსხვერპლის გაღება." 

"ჭეშმარიტად მხოლოდ ერთხელ გიყვარს, მომდევნო სიყვარული უშუალოა."

"საბედისწერო მოგონება მუდამ ხელს გიშლის ბედნიერები ვიყოთ."

"ზოგჯერ ჩემი ღიმილი კუბოზე დაგდებულ თაიგულზე მეტად სევდიანია." 

"სიყვარულის გრძნობას ორი დაუძინებელი მტერი ყავს: ეჭვი და სიამაყე."

"კარგია როცა ძაღლია მეგობარი, ცუდია როცა მეგობარი ძაღლია."

"სილამაზეს თვალები ხედავს, სიყვარულს კი გული."

"თუ ადამიანი გიყვარს, გიყვარს ისეთი როგორიც არის ის და არა ისეთი, როგორიც გინდა რომ იყოს." 

"შეყვარებული ადამიანები ფიქრობენ, ჩვენი ტრფობა მარადიულია, სიყვარულში ხომ მთავარია ეს რწმენა არ შეგერყეს." 

"ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც,მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს."

"ფიცხელ ცხენს დაღით გამოიცნობენ და შეყვარებულ კაცს თვალებით."

"პლატონური სიყვარულის დროს არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს რაიმე უბედურებას, იმიტომ რომ იქ ყველაფერი ნათელი და წმინდაა."

"თუ ქალის გულის მოგება გინდა, მომეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციო."

"ვისაც ამ ქვეყნად უცხოვრია უსიყვარულოდ - მე ვცხოვრობდი - მას ამის თქმის არ აქვს ნება."

"იმხიარულე სანამ ახალგაზრდა ხარ, თუ გინდა რომ ბედნიერი იყო."

"იმდენად ამაყი ვარ, რომ არასოდეს უფლებას არ მივცემ თავს, მიყვარდეს ის ადამიანი, რომელსაც არ ვუყვარვარ."

"სიყვარულში რაც არ უნდა მომთხოვნი იყო, მაინც უფრო მეტის პატიება შეგიძლია ვიდრე მეგობრობაში."

"არ გინდა ისეთი ბედნიერება რომელიც სხვის უბედურებაზეა დამოკიდებული." 

"ბედნიერი ქორწინება მხოლოდ გულის კარნახით ხდება, გონებით ნაკარნახევი ქორწინების ბედნიერება მტვერივით ქრება." 

"სრულყოფილი სილამაზის ხილვა, ყოველთვის ტკივილს იწვევს."

"როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია,ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას."

"ამ ქვეყნად ყველაზე უფრო ძნელია ღვინისა და ახალგაზრდა ქალის გამოცნობა."

"იმისათვის რომ სიყვარული გაიგო, ჯერ უნდა შეცდე და შემდეგ გამოასწორო ეს შეცდომა."

"რამდენი გულიც არის იმდენაირი სიყვარული არსებობს."

"არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს თავს და არა დანახვისთანავე."

"პირდაპირ თუ იარე,შორს ვერ წახვალ."

"როცა ადამიანს უმძიმს,მზის ჩასვლის ცქერა უყვარს..."

"თუ პეპლების გაცნობა გსურს,ორი ან სამი მუხლუხას ატანაც უნდა შესძლო."

"ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცებისათვის."

"მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ყველაფერს,მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია."

"ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო,რისი გაკეთებაც ძალუძს.ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა,გონიერებას უნდა ემყარებოდეს."

"საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია,ვიდრე სხვების.თუ შესძლებ,სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს,ნამდვილი ბრძენი იქნები."

"პატივმოყვარე კაცის თვალში ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია"

"პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით."

"ბედნიერება მხოლოდ ის არის რომ გიყვარდეს და გსურდეს, ფიქრობდე მისი სურვილებით, მისი აზრებით."

"მეფეები არაფერს არ ფლობენ.ისინი მხოლოდ-"მეფობენ".ეს სრულიად სხვადასხვა რამაა."

"ეჭვიანობა ნიშანია ადამიანის უძლურებისა." 

"საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია."

"როცა ქალი გიყვარს, მისი ჭირვეულობის შესრულებაც უდიდესი ბედნიერებაა."

"მხოლოდ გული ხედავს კარგად,თვალს არ ძალუძს დაინახოს ის,რაც მთავარია და არსებითი."

"ან ჩუმად იყავი, ან რამე ისეთი თქვი, რაც დუმილზე უკეთესია..." 

"შეყვარებულები ბრმები არიან, ერთმანეთს უცქერიან, დაქორწინდებიან, თვალები აეხილებათ და ერთმანეთს აღარ უცქერიან."

"თავმდაბალი არასოდეს ეცემა. სადღა დაეცემა იგი, ვისაც საკუთარი თავი ყველაზე უმდაბლესად მიაჩნია?"

"თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს , თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე"

"სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს." 

"სიყვარული აჩრდილივითაა მასზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში არავის უნახავს იგი" 

"ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორე ადამიანს ზემოდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წამოდგომაში ეხმარება" 

"რამდენიც არ უნდა იყოს სიცილი არასოდეს არის ამ ქვეყნად ზედმეტი"

"სიყვარული-ეს ჩემი ჩვეულებაა და რატომ გიკვის, თუკი მიყვარხარ."

"ეს ქვეყანა ბრიყვებითაა სავსე, თუ არ გინდა მათი ნახვა ჩაიკეტე სახლში და დაამტვრიე ყველა სარკე"

"ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა ხელახლა თავის დღეში აღარ ამოვა "

"ყოვლად დაუშვებელია, რომ ვინმეს ნება მისცე, შენს თვალწინ შეურაცყოს ქალი, რომელსაც პატივს სცემ და რომელიც გიყვარს." 

"კარგი ქალი გათხოვებისას ბედნიერებას ჰპირდება ქმას, ქარაფშუტა კი ბედნიერებას ელის ქმრისაგან." 

"ქალი და კაცი-ესაა ორი ნოტი, რომლისოთაც ადამიანის სული სრულ და სწორ აკორდს ვერ შექმნის." 

"სითბო რომ გინდოდეს ვიღაც უნდა გათბობდეს, რომ გათბობდეს უნდა უყვარდე, რომ უყვარდე-ღირსი უნდა იყო." 

"ქალის არსება თევზისას ჰგავს, ორივეს საიდუმლო უფსკრულები ასაზრდოებენ."

"არ უთხრა მეგობარს ის, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს."

"უზადო მშვენიერებითა და უბადლო ღირსებებით შემკული ქალი ისე გვიზიდავს, რომ მისგან სხვას არაფერს მოითხოვს, ოღონდ უმზირო და ესაუბრო." 

"ქალს არ შეუძლია მეგობრობა, მხოლოდ სიყვარული იცის, რაც სიყვარულის იქითაა, იმის მიმართ ქალი განურჩეველია." 

"სურვილზე თუ არ გაბატონდი, მისი მონა გახდები"

"მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ყველაფერს,მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია."

"ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო,რისი გაკეთებაც ძალუძს.ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა,გონიერებას უნდა ემყარებოდეს."

"როცა პირველად ნებდება, ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო."

"სიყვარული ერთხელ მოდისო, სთქვა უფალმა მადლით ცხებულმა, მაგრამ უფალო გამეც პასუხი: რა ჰქნას იმ ერთხელ დამარცხებულმა?"

"შენზე ფიქრით ანტებული ჩემი თვალები ისე ბწყინავს რომ ყველა ხვდება ვიღაც მიყვარს." 

"შენ ხარ პატარა მაგრამ ჩემთვის მთელი სამყარო." 

"საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია,ვიდრე სხვების.თუ შესძლებ,სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს,ნამდვილი ბრძენი იქნები."

"პატივმოყვარე კაცის თვალში ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია"

"პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით."

"ქორწინებაში მთავარი სიყვარულია, თუ გიყვარს ყოველთვის ბედნიერი იქნები, რადგანაც ბედნიერება ყოველთვის საკუთარ თავში უნდა ეძიო."

"მეფეები არაფერს არ ფლობენ.ისინი მხოლოდ-"მეფობენ".ეს სრულიად სხვადასხვა რამაა."

"საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია."

"სიყვარული არის უარყოფა თავისი თავის სხვისი ცხოვრების საჩუქებლად. ქა შეწირვასთან გვაქვს საქმე, მართლაც მშვენიერია, როცა შენ იწვი და ცხოვრებას სხვას უნათებ, რათა იგი უკვდავი გახდეს." 

"ქალი მთავარი დაბრკოლებაა მამაკაცის ცხოვრებაში." 

"ქალისა და მამაკაცის მეგობრობას ძლიერ აქვეითებს დაღამება." 

"საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი როდესაც უყვარს."

"ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე გახოსვდეს რომ შიშველი დაიბადე."

"უბედურების უფსკრულს არ შეუშინდე, ბედნიერების მწვერვალზე არ იამაყო." 

"სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე." 

"ქალს უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლია ვიდრე მამაკაცთა უმრავლესობას."

"ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, სხვა ყველაფერი სიყალბეა." 

"სიყვარულის ცეცხლით დადაღულ გულში ჭმუნვის ალის ჩაქრობა არც დროს და არც განშორებას არ ძალუძს." 

"მხოლოდ გული ხედავს კარგად,თვალს არ ძალუძს დაინახოს ის,რაც მთავარია და არსებითი."

"ბედნიერებას უნდა ეძიო მხოლოდ საკუთარ თავში."

"ქალები სიყვარულისაგან ყოველთვის რაღაც უზარმაზარს ქმნიან, მამაკაცები კი ეს ყოველდღიური საქმიანობაა."

"თუ ქალაქში არ დაბადებულხართ და ქვეყანას მოევლინეთ სოფლის ერთ ქოხში, ან ჭაობში ჩაკარგულ ნანგრევებში და მას კოშკს უწოდებთ სიტყვაზე დაგიჯერებენ, კეთილი წარმოშობის რომ ბრძანდებით."

"ვარდსა ეკლიანს ვერ მოწყვეტ ისე, ეკალმა ხელი რომ არ გატკინოს, ვერასოდეს იპოვი ისეთ მეგობარს, რომ არასოდეს არ გაწყენინოს."

"ცხოვრება დიდი სცენაა და გაცილებით ძნელია ითამაშო ამ სცენაზე ისე, რომ არ ინანო."

"რა ვიყოთ რომ ძველი პალტო მაცვია, საქმე ის არის ამ პალტოში ვინ რა კაცია."

"სიყვარული ხმაურიანი გრძნობაა, ერთი პაუზაც და საამური ჰანგები დასასრულს მიუახლოვდება."  

"ჭეშმარიტება მხოლოდ ის არის, რაზეც ხმამაღლა არ გაჰკივიან."

"გულით უფრო ადვილად და სიამოვნებით უახლოვდებიან ერთმანეთს, ვიდრე გონებით."

"კაცნი იწყებენ სიყვარულით, ამთავრებენ პატივმოყვარეობით, მშვიდდებიან, როცა სამუდამოდ განისვენებენ."

"თუ ყველაფერი მოიმოქმედე, რათა ზოგიერთი კაცის გული მოგეგო და ვერაფერს მიაღწიე, დაგრჩენია კიდევ ერთი საშვალება, აღარაფერი მოიმოქმედო."

"სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა და ამიტომ გვსურს მხნედ, აზრით, ლამაზად გავატაროთ იგი."

"სიყვარული მთავრდება იქ, სადაც ადამიანები შეიცნობენ ერთმანეთს."

"ვინმეს უნდა ვჭირდებოდეთ, ჩვენს ცხოვრებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი."

"ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები."

"ქალს ერთხელ უყვარს ცხოვრებაში და ყველაფერს რაც გააჩნია: ფიქრი, ოცნება, სიყვარული, დარდი, იმედი, ყველაფერს იმ სიყვარულში დებს, ყველაფერს მას სწირავს, თვით სიცოცხლესაც კი და საფლავამდე განუშორებლად დაატარებს."

"ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რისი მოტანაც შეუძლია მის სილამაზეს."

"ადამიანი რომელიც გიყვარს, ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც ყველაზე მეტად გტანჯავს." 


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სიბრძნეები | ნანახია: 2509 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 3.2/5
სულ კომენტარები: 1
0  
1 ana   (2010-03-06 2:03 PM) [Entry]
sruliad vetanxmebi ama azrebs...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]