მთავარი » 2010 » თებერვალი » 7 » სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა
8:19 PM
სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა

სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. . . ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გვაახლოებს, ცხოვრებას გვილამაზებს, სიცოცხლის სურვილს გვმატებს. . . ამ ცოდვილ დედამიწაზე ერთმანეთის გატანაში გვეხმარება. . . საბრალოა ადამიანი, რომელიც უუსიყვარულოდ დატოვებს ამ ქვეყანას. . . იოანე მოციქული მოგვიწოდებს: "საყვარელნო! გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისაა სიყვარული. . . " უფალმა დაგვანახა, თუ რაოდენ ვუყვარვართ ცოდვილნი, მისი შექმნილი ადამიანები. . . ჩვენ კი იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა. . . ღვთის სჯული ქადაგებს სიყვარულს და თუ შევიყვარებთ ერთმანეთს, შევიცნობთ ამ გრძნობას, მაშინ აღვასრულებთ მის სჯულს. . . თუ არ გეყვარება ისინი, ვისაც ხედავ, როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ვხედავთ?. . .
ღმერთი ხედავს ჩვენს ყველა თვისებას, ჩვენს ცოდვებსაც და მანკიერებებსაც, მაგრამ მაინც ვუყვარვართ. . . ჩვენს მითუმეტეს უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როცა არ ვიცით ურრთიერთობის ფარული, ბოროტი ზრახვები და ქცევები და ვცდილობთ დადებით, საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. . . მაშ, რატომ არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ღვთისმიერი, წრფელი სიყვარულით? რა გვიშლის ამაში ხელს? ალბათ, შური და ის ანგელოზი, რომელიც შურმა ეშმაკად აქცია. . .
სიყვარული არ არის შიში. . . სრულყოფილი სიყვარული დევნის მას, რადგან შიში არის ტანჯვა, ღვთისნიერ გრძნობაში კი არ შეიძლება ტანჯვა იყოს. . . სიყვარული სულგრძელია, ქველმოქმედია, არ შურს, არ ამპარტავნობს, არ ჩადის უწესობას, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ მხოლოდ - ჭეშმარიტებით. . . ეს გრძნობა ყოველივეს იტანს და ითმენს, ყველაფრის წამს და იმედი აქვს. . . იგი არასოდეს მთავრდება. . . ყველაფერი რომ დაკარგოს ადამიანმა, სამი რამ მაინც დარჩება: რწმენა, იმედი და სიყვარული. . . ხოლო ამათგან სიყვარული უმეტესია. . .
და რადგანაც, პავლე მოციქულის სიტყვებით: "სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს", დაე, გვიყვარდეს ერთმანეთი. . . .

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1502 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]