მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » სიყვარული
0:57 AM
სიყვარული



სულ მენატრები, მაშინაც კი,  


            როცა ვართ   ერთად  


                    და ჩემს გარშემო  


      და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო...  


            მუდამ და ყველგან -  


                  ძილშიც,  


                  ცხადშიც,  


                  უშენოდ,  


                  შენთან -  


    სულ განუწყვეტლივ მენატრები  


              და შენზე ვდარდობ.  




            სულ მენატრები,  


    ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,  


    დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს  


              დაკარგულ პატრონს,  


            და მე არ ვიცი,  


    რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა  


    ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით  


                და მაინც გნატრობ!


მიხეილ ქვლივიძე


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1259 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]