მთავარი » 2010 » მაისი » 14 » სიჩუმის ტყვე ვარ...
11:50 PM
სიჩუმის ტყვე ვარ...
სიჩუმის ტყვე ვარ, 
სიტყვებითაც ვერაფერს შევცვლი,
არეულია... 
დაეკარგათ საგნებს სახელი,
დახუჭე თვალი... 
ნატვრისთვალი ვიპოვნე შენთვის,
ლექსებში ნუღარ გეშინია თვალის გახელის...

აქ ვარ, მომძებნე,
მე ათამდე გადავთვლი ვიდრე,
ამ სამყაროში... 
უთავბოლო ხმაური მფარავს,
გადამაცალე ეს გარსი და არეულ ფიქრებს
თუ გამოჰყვები, მიპოვნი და
ნახავ, რომ სხვა ვარ...

მე ვიხილები შენს თვალებში
და ბავშვურ თამაშს
გეთამაშები...
ადვილია ბედთან თამაში?
შენ კი დაარქმევ ამ სტრიქონებს
საშიშს და თამამს,
და ფურცელივით ადგები და...
სხვაგან გადამშლი...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1182 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]