მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » ...შევიცვალე...
1:07 AM
...შევიცვალე...

...შევიცვალე... გარშემო ყველაფერი ისეთი აღარ არის როგორიც იყო... ყველაფერი სიბნელეშია თითქოს... მიჭირს აზრების კონცენტრირება... არ შემიძლია ფიქრი... ალბად სიკვდილის დროს ასეც უნდა იყოს... მე თავისუფლებას ვგრძნობ! ყოველი ბგერა სხვანაირია. როდესაც შენში ყველაფერი ჩერდება, ყოველ გარეგან ხმას გამძაფრებულად გრძნობ... ვგრძნობ შენ როგორ გიცემს გული და ეს მშვენიერია... ყველაფერი ისე ბევრია გარშემო... ყოველ წამში ათასობით ახალი შეგრძნება. სასწაულია რაღაც, მაგრამ ამის ატანა შეუძლებელია... შეხედე ამ ხეებს, ამ მთებს, ამ ცას... აქ შეიძლება სულ დაკარგო შენი თავი...
...წარმოიდგინე, რომ აღარ შეგიძლია იფიქრო, შეიგრძნო, ისუნთქო...
...მე მინდა გავიგო რაშია აზრი!
...ვიცი ყველაფერი ისეა როგორც ახლა ვგრძნობ... მე უბრალოდ ვარ... გრძნობის გარეშე... სამუდამოდ... ერთადერთი რასაც ვგრძნობ, არის ის, რომ ვარ მკვდარი...
...ტკივილს ვეღარ ვგრძნობ! ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ... ჩემში არაფერი აღარ არის... ჩემს თავს ვეღარ ვგრძნობ... ჩემს გულისცემას ვეღარ ვგრძნობ... იმიტომ რომ აღარ ცემს გული... მე საერთოდ არ ვარსებობ.. მე არ ვარ... მე არაფერი არ ვარ...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1545 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]