მთავარი » 2010 » მარტი » 3 » შენზე ფიქრისას გული უდიდესი სევდით მევსება თვალები კი ცრემლებით
11:54 PM
შენზე ფიქრისას გული უდიდესი სევდით მევსება თვალები კი ცრემლებით
შენზე ფიქრისას გული უდიდესი სევდით მევსება თვალები კი ცრემლებით, ამ უსაზღვრო მონატრებას ალბათ სიყვარული ჰქვია…დამპირდი არ წავალო და მიმატოვე ამ დაუნდობელ ცხოვრებაში ჩაძირული…შენ ალბათ ზეციდან მოვლენილი ანგელოზი ხარ რომელიც თავისი მისიის შესრულების შემდეგ სამოთხეში დაბრუნდა…მე კი შენთან მინდა.. მინდა ვიყვირო რომ შენზე ჭკუას ვკარგავ.. ეს გრძნობა იმდენად ძლიერია რომ წამით ამ ამაო ცხოვრებასაც მავიწყებს…რატომ განადგურდა ერთი ხელის მოსმით ამხელა სიყვარული…ნუთუ ანგელოზებს არ შეუძლიათ ამის განცდა,კი მაგრამ შენ ხომ შეძელი…შენ არ მასწავლე ეს ყველაფერი…მე შენით ვსუნთქადი და შენით ვარსებობდი…ეხლა რა ვქნა?აქ არაფერი დამრჩენია მაგრამ… მე ვიცი რომ შენ ხედავ ჩემს სევდიან თვალებს…ვიცი რომ ჩემი ცრემლი შენს მკერდზე ეცემა ,ვიცი რომ ჩემთან ხარ…ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მაგრამ ამ მონატრებას ვერ ერევა…სიცოცხლეს მივცემდი რომ შენი თვალები ერთი წამით მაინც დამანახა…ერთი წამით მაინც ჩამახედა მათში…განა ეს ასე დძნელია?ამით ხომ ჩემი მონატრების დახშობას ვცდილობ..მაგრამ ალბათ სიყვარულისთვის ყველა არ იქმნება..ყველა არ იმსახურებს ამ უდიდესი გრდძნობის განცდის უფლებას…გული მტკივა როცა შენზე ვფიქრობ…შენ ჩემი ერთადერთი ოცნება გეკუთვნის…მე სხვა არაფერი გამაჩნია რადგან ჩემი ყველა ოცნება დაიმსხვრა…მე ეხლა მივხვდი რა ლამაზი ყოფილა ადამიანის სული როცა ის სიყვარულს განიცდის…

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1113 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]